მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 
დეკემბერი 8, 2023

მედიაწიგნიერების თემაზე გამართული TruthTechThon ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ 


მედიის განვითარების ფონდის მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზებულ ჰაკათონში, TruthTechThon, 150-მა ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებამ ახალგაზრდებს მისცა შესაძლებლობა, უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით შეექმნათ ციფრული რესურსები მედიაწიგნიერების ამაღლების, დეზინფორმაციასთან ბრძოლისა და ინფორმაციის სანდოობის განმტკიცების მიზნით.

30 გუნდიდან ფინალურ ტურში ცამეტი გადავიდა.

პირველი ადგილი მოიპოვა ინოვაციურმა ხელსაწყომ, EasyVerify, რომელიც მომხმარებლებს ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმებაში მაუსის სამჯერ დაწკაპუნებით ეხმარება.

მეორე ადგილზე გავიდა Natsarkekia —  ინოვაციური და სახალისო თამაში, რომელიც მოსწავლეებს მედიაწიგნიერებას ქართული ზღაპრის, „ნაცარქექიას“ სიუჟეტის გამოყენებით ასწავლის.

მესამე ადგილი კი აიღო ინიციატივამ, Open Evidence. ეს არის მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს საქართველოში არსებული მედიაგარემოს სიღრმისეულ ანალიზსა და არსებული ტენდენციების გამოვლენაში ეხმარება.

ინიციატივა DW Akademie-ის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით განხორციელდა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,