მწვანე ზრდის ფონდმა (GGF) და იშბანკ საქართველომ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებაზე, რომელიც ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს მოხმარდება.
ივლისის ბოლოს შეთანხმებული ახალი ინვესტიცია იშბანკ საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, მეტად განავითაროს მწვანე დაფინანსება ქვეყანაში ენერგეტიკისა და რესურსების ეფექტიანად გამოსაყენებლად. კერძოდ, ბანკი გადაკრედიტებას შესთავაზებს კორპორაციულ და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელ კლიენტებს, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის მსგავსი პროექტებისთვის ენერგეტიკულ დანადგარებში ან ენერგოეფექტიანობის წამახალისებელ ღონისძიებებში გეგმავენ ინვესტირებას.
„საქართველოს ეკონომიკის ზრდის პერიოდში ენერგოეფექტიანობისა და განახლებადი ენერგიის პროექტებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მწვანე მომავლისათვის,“ – განაცხადა იშბანკ საქართველოს გენერალურმა დირექტორმა ემრე ილმაზმა, – „ეს დაფინანსება ბანკს სესხების დივერსიფიცირებას შეაძლებინებს და საქართველოში მიმდინარე მწვანე პროექტებს დაუჭერს მხარს“.
მწვანე ზრდის ფონდს საფუძველი გერმანიის KfW განვითარების ბანკმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა 2009 წლის დეკემბერში ევროკომისიის და სხვა ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით ჩაუყარეს საფუძველი. ის დონორი სააგენტოების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორებისგან შემდგარ ინვესტორთა მრავალფეროვან ბაზას მოიცავს. ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინისა და მოლდოვის 19 ბაზარზე ინვესტირებას ენერგიის მოხმარებისა თუ CO2-ის ემისიის შემცირების და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებებით ახორციელებს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,