ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გახსნა
სექტემბერი 29, 2023

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის 15 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გახსნა


27 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა ფოტოგამოფენა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 15-წლიან საქმიანობას ეძღვნება. 

15 ფოტოსგან შემდგარი გამოფენა EUMM-ის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს ასახავს. მისია ქვეყანაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში იმ მიზნით განლაგდა, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას საქართველოსა და რეგიონში.

EUMM საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების 200 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი. ისინი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე დღე-ღამის განმავლობაში პატრულირებენ. 

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა მისიას გაწეული სამუშაოსთვის: „2008 წლის 15 სექტემბერს ევროკავშირმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსებით. იმ დღიდან მოყოლებული, მისიამ საკვანძო როლი ითამაშა ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის ხელშეწყობაში“. მან, ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან EUMM-ის მხარდაჭერისადმი სრული მხარდაჭერის მზადყოფნაც გამოხატა. 

გამოფენის ორგანიზატორები არიან EUMM-ის სათავო ოფისი და სამი რეგიონული ოფისი მცხეთაში, გორსა და ზუგდიდში. იდენტური გამოფენები თავდაპირველად სწორედ EUMM-ის ოფისებში მოეწყობა, შემდეგ კი გადაინაცვლებს საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, სამხატვრო გალერეებსა და ქალაქის ადმინისტრაციის შენობებში.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,