ინოვაციური ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია ევროკავშირის მხარდაჭერით ფაგების ახალ საწარმოს ხსნის
დეკემბერი 21, 2022

ინოვაციური ქართული ბიოფარმაცევტული კომპანია ევროკავშირის მხარდაჭერით ფაგების ახალ საწარმოს ხსნის


ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“ ბაქტერიოფაგების (ფაგების) ისტორიული საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. 6 მილიონი ევროს ღირებულების ეს ორწლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკავშირის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა. ამასთან, კომპანია უახლოეს თვეებში GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებასაც გეგმავს.

„ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებს უბიძგებს, გაზარდონ ცოდნით მართული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოების მასშტაბები საქართველოში“, — საწარმოში ვიზიტის დროს განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ“, — განმარტა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა, რატი ღოლიჯაშვილმა, — „ამ პროექტით კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის მთელ მსოფლიოში“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,