გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — განაცხადის შეტანის ბოლო ვადამ 9 ოქტომბრამდე გადაიწია! 
სექტემბერი 30, 2022

გახდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი — განაცხადის შეტანის ბოლო ვადამ 9 ოქტომბრამდე გადაიწია! 


იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში ბევრი ახალგაზრდა ახალ სასწავლო წელს იწყებს, ზოგიც მოგზაურობს, ხოლო რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა ყველაზე ახდენს გავლენას, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელმა განაცხადების მიღების ბოლო ვადა 9 ოქტომბრამდე გადასწია. ეს გადაწყვეტილება ახალგაზრდა ევროპელ ელჩად გახდომის ყველა მსურველს თანაბარ და სამართლიან შესაძლებლობას მისცემს. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის სტატუსით შენ შეიტყობ მეტს იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირი ახალგაზრდებს სთავაზობს, წარმოადგენ შენს ქვეყანას საერთაშორისო დონეზე და წვლილს შეიტან შენი საზოგადოების განვითარებაში. შენ, ამასთან, აითვისებ ახალ უნარებს და შეიძენ საზიარო იდეებისა და ინტერესების მქონე ახალ მეგობრებს ევროპის სხვადასხვა წერტილიდან.

ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის, კარგად იცი ინგლისური და ფლობ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (იგულისხმება აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას? — მაშინ შენ ახლა უკვე უკვე 9 ოქტომბრამდე შეგიძლია შეიტანო განაცხადი EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივის, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელში გასაწევრიანებლად. 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩის წოდების მისაღებად ეს განაცხადის ფორმა 2022 წლის 9 ოქტომბრისთვის უნდა შეავსო. შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. განაცხადების მიღების დასრულების მერე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებულ კონკურსანტებს ინტერვიუებზე დაიბარებენ. ისინი, ამასთან, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივის შესახებ და ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა რელევანტურ თემებზე გამართულ სპეციალურ სესიებს დაესწრებიან. 

განაცხადის შევსებისა და შესარჩევი პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა აქაა შესაძლებელი: https://euneighbourseast.eu/ka/young-european-ambassadors/ 

„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. ის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამისEU NEIGHBOURS east-ის ნაწილია. 

შეიტანე განაცხადი ახლა 

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის ფორმა

გაიცანი ამჟამინდელი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საქმიანობა 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დაწერილი ბლოგები

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ჟურნალი 2022



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,