გაიცანით ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები!
იანვარი 26, 2024

გაიცანით ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები!


გასულ თვეს EU NEIGHBOURS east პროგრამამ 657 ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი (YEAs) მიიღო, რის შედეგადაც ქსელის აქტიური წევრების რაოდენობამ 1,162-ს მიაღწია. ახლა მათი გაცნობა თქვენც შეგიძლიათ. 

თითოეულ აქტიურ ახალგაზრდა ევროპელ ელჩს EU NEIGHBOURS east პროგრამის ვებსაიტზე აქვს საკუთარი ფოტო და პროფილი, რომელშიც მითითებულია სახელი, წარმომავლობა, პროფესია და მოკლედაა აღწერილი მისი  გამოცდილებები და ინტერესები. 

16-26 წლის ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი რეკორდული რაოდენობის, 2,126 კანდიდატს შორის შეირჩნენ. 

დაძაბული შესარჩევი ეტაპის შემდეგ ქსელს აზერბაიჯანიდან 114, ბელარუსიდან 14, მოლდოვიდან 108, საქართველოდან 98, სომხეთიდან 74, უკრაინიდან 121, ხოლო ევროკავშირი/გაერთიანებული სამეფოდან 128 ახალი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შეუერთდა.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვის რესპუბლიკაში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და გაერთიანებულ სამეფოში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის შესახებ, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს სხვადასხვა საკითხზე, წაახალისოს სამოქალაქო აქტივიზმი და ერთიანი ძალებით იზრუნოს უკეთესი მომავლისთვის. 

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე პერიოდში ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა რეგიონსა და ევროკავშირში გამართულ 821 აქტივობაში მიიღეს მონაწილეობა. გასულ წელს ფიზიკურ სივრცეში  ჩატარებულ ღონისძიებებში 52,000 ადამიანი ჩაერთო, ინტერნეტსივრცეში ორგანიზებული აქტივობები კი 3.8 მილიონზე მეტ ადამიანს მისწვდა. 

გაიცანით ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან.

დამატებითი ინფორმაცია

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,