
გაეროს განვითარების პროგრამამ გამოაქვეყნა სახელმძღვანელო „პრეცედენტული სამართლის კრებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. 2024”. სახელმძღვანელოში განმარტებულია, თუ როგორ იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ინდივიდის უფლებებს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესში.
ამ სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) ძირითადი გადაწყვეტილებები პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სახელმძღვანელოში თავმოყრილია 2019-2023 წლებში მიღებული 40-მდე გადაწყვეტილება.
პუბლიკაციის მიზანია საქართველოს კანონმდებლობის და პრაქტიკის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვა ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილია“, ნათქვამია საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის Facebook-პოსტში.
კრებული შემუშავებული იქნა ევროკავშირის და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობის საფუძველზე.
დამატებით ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.