ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორია მედიაწიგნიერების გზამკვლევს აქვეყნებს
ოქტომბერი 23, 2024

ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორია მედიაწიგნიერების გზამკვლევს აქვეყნებს


ევროპის ციფრული მედიის ობსერვატორიამ (EDMO) მედიაწიგნიერების ეფექტიანი ინიციატივებისთვის გზამკვლევი გამოაქვეყნა. 

გზამკვლევი EDMO-ს მედიაწიგნიერების სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის მიმართულებით არსებულმა სამუშაო ჯგუფმა EDMO-ს 14 ეროვნული და საერთაშორისო ჰაბისა და 50-ზე მეტ ქვეყანაში მომუშავე 100-ზე მეტი ექსპერტის დახმარებით შექმნა. 

გზამკვლევის მიზანია, ევროპის მასშტაბით შეუწყოს ხელი მედიაწიგნიერების ინიციატივების გაუმჯობესებას. ეს EDMO-ს ზოგადი მისიისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, რადგან მედიაწიგნიერება საზოგადოებას ონლაინსივრცეში გავრცელებული ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ამოცნობაში ეხმარება. 

გზამკვლევი განკუთვნილია ყველასთვის, ვინც მედიაწიგნიერების ინიციატივების განვითარებაში მონაწილეობს — იქნებიან ისინი  განმანათლებლები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ტექინდუსტრიის სფეროს წარმომადგენლები. 

„მედიაწიგნიერების მსგავს კომპლექსურ და მრავალფეროვან სფეროში ვერაფრით იმუშავებს ერთი უნივერსალური მიდგომა“, — ვკითხულობთ ევროკომისიის პრესრელიზში, — „მედიაწიგნიერების ინიციატივები — როგორიცაა ტრენინგები, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო რესურსები, ონლაინთამაშები თუ კამპანიები — მნიშვნელოვნად განსხვავდებიან მასშტაბით, ზომით, ხანგრძლივობით თუ მიზნით. შედეგად, ამ გზამკვლევში თავმოყრილი ყველა რჩევა ვერ იქნება ყველა პროექტისთვის რელევანტური. გზამკვლევის მკითხველებმა თავად უნდა განსაჯონ, რომელი რჩევები წაადგება მათ ინიციატივებს“. 

გზამკვლევს რეკომენდაცია უკვე გაუწია 60-ზე მეტმა ორგანიზაციამ, მათ შორის საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, მარეგულირებელმა სააგენტოებმა, ფაქტების შემოწმებასა და მედიაწიგნიერებაზე მომუშავე ერთეულებმა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

გზამკვლევის ჩამოსატვირთი ბმული



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,