ევროკომისიამ ევროპის სოლიდარობის კორპუსისთვის 2026 წელს ბიუჯეტის გაზრდას დაუჭირა მხარი. გაზრდილი ბიუჯეტი 175.3 მილიონ ევროს შეადგენს.
2016 წელს ამოქმედებული ევროპის სოლიდარობის კორპუსი აგრძელებს ევროკავშირის ხანგრძლივ ტრადიციას, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდების მოხალისეობრივ საქმიანობასა და თემში ჩართულობას. ის 18-იდან 30 წლამდე ახალგაზრდებს (ჰუმანიტარული დახმარების მიმართულებით კი 35 წლამდე მოხალისეებს) ევროპის მასშტაბით და მის საზღვრებს მიღმაც (მათ შორის საქართველოში) ორგანიზაციებთან და პროექტებთან აკავშირებს.
შექმნის დღიდან ინიციატივამ 150,000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის უზრუნველყო ცხოვრების შემცვლელი შესაძლებლობები და სოლიდარობის, ჰუმანიტარული დახმარებისა და განვითარების თანამშრომლობის 22,000-ზე მეტი პროექტის ფარგლებში გააძლიერა თემთა ერთობა.
2026 წელს პროგრამა ამ მიღწევებზე დაყრდნობით გააგრძელებს იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ხელს უწყობს მისი 2021–2027 წლების პრიორიტეტებს: ინკლუზიასა და მრავალფეროვნებას, გარემოსდაცვითი მდგრადობას, ციფრულ ტრანსფორმაციას და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობას.
2026 წელს ევროპის სოლიდარობის კორპუსი კვლავ დაუჭერს მხარს მოხალისეობრივ საქმიანობას, სოლიდარობის პროექტებს და საქმიანი კავშირების ხელშემწყობ ინიციატივებს. ის ასევე ხელს შეუწყობს ხარისხისა და მხარდაჭერის გამაძლიერებელ ზომებს, მათ შორის ტრენინგისა და შეფასების ციკლებს, IT ინსტრუმენტებსა და ხარისხის ნიშნის მექანიზმებს მონაწილე ორგანიზაციებისთვის.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,