ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის გლობალური ინიციატივის ფარგლებში დაეხმარება 
მარტი 19, 2021

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს COVID-19-თან ბრძოლის გლობალური ინიციატივის ფარგლებში დაეხმარება 


11 მარტს ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) ჯამურად 3.7 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების ახალი გეგმა დაამტკიცა. თანხა მსოფლიოს მასშტაბით ისეთი პროცესების დაჩქარებას მოხმარდება, როგორიცაა ბიზნესების ინვესტირება, განახლებად ენერგიაზე გადასვლა და  საავადმყოფოების, სკოლების, ინტერნეტსერვისების და ურბანული ინფრასტრუქტურის განახლება. 

ევროკავშირის ბანკის მიერ დამტკიცებული ახალი დაფინანსების გეგმა მის კერძო და სახელმწიფო პარტნიორებს დაეხმარება, ეკომეგობრული გზებით წარმართონ პანდემიისგან აღდგენის პროცესი. 

ევროპის საინვესტიციო ბანკის ცნობით, 2.4 მილიარდი ევრო ბიზნესინვესტიციებს და პანდემიის პირობებში ეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნებას მოხმარდება.  688 მილიონი ევრო ევროპის მასშტაბით ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისებას შეუწყობს ხელს. 1.5 მილიარდი ევროთი  ის ახალი კერძო სექტორი დაფინანსდება, რომელიც COVID-19-ით გამოწვეულ კრიზისს საერთო ევროპული საგარანტიო ფონდის ფარგლებში გაუმკლავდება. 381 მილიონი ევრო კი ტრანსპორტის, საავადმყოფოების და სკოლების დასაფინანსებლად და ევროპის მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქალაქების მდგრადი განვითარების ინვესტირებისთვის გამოიყოფა

საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს სამ ინფრასტრუქტურულ პროექტს დაუჭერს. შედეგად, აშენდება გზა და ხიდი და შეიქმნება ახალი ოპტიკურბოჭკოვანი ქსელი, რომელიც ქვეყნის დაშორებულ ტერიტორიებზე მდებარე 1000-ზე მეტ სოფელს  ფართოზოლოვანი ინტერნეტით უზრუნველყოფს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპის საინვესტიციო ბანკმა 40.3 მილიარდი ევროთი 251 პროექტი დააფინანსა. ეს თანხა ევროპასა და მთელ მსოფლიოში ვაქცინების მიწოდებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და ეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას ხმარდება.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროპული საგარანტიო ფონდი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

მაისი 28, 2024

ევროკომისარი ვარჰეი: „საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ჩემი სატელეფონო საუბრის ნაწილი კონტექსტიდანაა ამოღებული“

მაისი 24, 2024

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაიცვას ვენეციის კომისიის რეკომენდაცია უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმებაზე

მაისი 23, 2024

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეები შავი ზღვის ეკოსისტემას სწავლობენ

მაისი 21, 2024

EBRD კრედო ბანკს ადგილობრივი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად სესხით უზრუნველყოფს

მაისი 15, 2024

ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს 


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,