
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თავისი ურბანული მდგრადობის პროგრამის, „EBRD-ის მწვანე ქალაქების“ 1.9 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი გააორმაგა. მომავალი ორი წლის განმავლობაში მწვანე ურბანულ ინფრასტრუქტურაში დამატებით 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამას მთლიანობაში 5 მილიარდ ევროზე მეტი მოხმარდება. ამ თანხის ნაწილია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ გაცემული 87 მილიონი ევრო და სუფთა ტექნოლოგიების ფონდის (CTF) მიერ გაცემული 17.8 მილიონი ევროც.
პროგრამა წარმატებით ხორციელდება და ის უკვე 52 ქალაქს მოიცავს, რომელთა შორის არის აზერბაიჯანის ერთი, ბელარუსის ორი, მოლდოვის ორი, საქართველოს ორი, სომხეთის ორი და უკრაინის შვიდი ქალაქი.
პროგრამის მონაწილე ყველა ქალაქი EBRD-ის ხელშეწყობით ადგილობრივი გარემოს გასაუმჯობესებლად საწყის პროექტს იწყებს. ისინი ადგენენ მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმას (GCAP), რომელშიც კონკრეტული ქალაქის ეკოლოგიური პრობლემების მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტიანი გარემოსდაცვითი ინვესტიციები და პოლიტიკური ქმედებები გაიწერება.
დამატებითი ინფორმაცია
უკრაინა: ხარკოვი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მწვანე ქალაქი გახდა





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.