ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე ობლიგაციებში 50 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დებს 
ივნისი 25, 2021

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მწვანე ობლიგაციებში 50 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას დებს 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოახდინა პირველ მწვანე ობლიგაციებში, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფმა ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ, საქართველოს რკინიგზამ გამოუშვა.

ობლიგაციების მთლიანი მოცულობა 500 მილიონი აშშ დოლარია და მას დაფარვის შვიდწლიანი ვადა აქვს. ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მიერ  გამოწერილი ობლიგაციები 10 ივნისს შეფასდა და მათი ანგარიშსწორების დღედ 17 ივნისი განისაზღვრა. ობლიგაციებით ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე იქნება შესაძლებელი.

მიღებული თანხა საქართველოს რკინიგზის იმ ფასიანი ქაღალდების რეფინანსირებას მოხმარდება, რომელთა დაფარვის ვადაც 2022 წელს იწურება. ობლიგაციების სუფთა მოგების საპირწონე თანხით კი ქვეყნის ეკოლოგიური პროექტები დაფინანსდება.

საქართველოს რკინიგზისა და საქართველოსთვის ეს უმნიშვნელოვანესი გარიგებაა“, — აღნიშნა EBRD-ის დირექტორმა და ევრაზიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, ეკატერინა მიროშნიკმა, — „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რეგიონში მწვანე დაფინანსების გაზრდას გეგმავს, რათა ქვეყნებს და ბიზნესებს  ნულოვან ემისიაზე გადასვლის პროცესში დაეხმაროს“.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. დღეისათვის ბანკს  ფინანსების, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სექტორებში მომუშავე 262 პროექტში 4 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული. ამასთან, ამ ინვესტიციების 79 პროცენტი კერძო სექტორშია ჩადებული.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,