ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ბანკის კაპიტალს ზრდის
ივნისი 1, 2022

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ბანკის კაპიტალს ზრდის


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს ბანკს 35 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. თანხა საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და მისი ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერებას მოხმარდება.

გარდა ამისა, შვედეთის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი (Swedfund) დამატებით 15 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რაც სესხის მთლიან ოდენობას 50 მილიონ აშშ დოლარამდე გაზრდის. 

სესხი ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის კაპიტალის ოპტიმიზაციას და მდგრადობას. ამ გზით კი ქვეყნის რეალური ეკონომიკისთვის კრედიტების უწყვეტად მიწოდების პროცესი გაუმჯობესდება.

საქართველოს ბანკი მიღებულ სესხს იმ მწვანე ინვესტიციებისთვის გამოიყენებს, რომლებიც მწვანე ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებულ EBRD-ის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გარდა ამისა, EBRD ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამისთვისაც გასცემს გრანტს. თანხა საქართველოს ბანკის მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივების მხარდაჭერას მოხმარდება.

დამატებითი ინფორმაცია 

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,