2025 წლის ევროპელი ავტორების დღის აღნიშვნა 11 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბრამდე გაგრძელდება ჰეშტეგით, #ReadForReal.
ევროპელი ავტორების დღის ინიციატივა ხელს უწყობს ევროპული ლიტერატურის პოპულარიზაციას და კითხვისადმი ინტერესის ზრდას. ის ახალ თაობებს მრავალფეროვანი ევროპული ლიტერატურის აღმოჩენაში ეხმარება.
2024 წელს სკოლებში, წიგნის მაღაზიებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა ორგანიზაციებში 2,000-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა – მათ შორის ხმამაღლა კითხვის სესიები და ევროპელ ავტორებთან შეხვედრები.
2025 წელს ევროკავშირის „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამა საქართველოში კითხვასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ორგანიზებისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებს – სკოლებს, ბიბლიოთეკებსა თუ წიგნის მაღაზიებს – იწვევს.
ამ რუკის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ, სად შეგიძლიათ აიღოთ ნაბეჭდი მასალა ევროპელი ავტორების დღის Read.ForReal ღონისძიებების ორგანიზებისთვის და მიიღოთ ექსპერტული დახმარება.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,