
13 თებერვალს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტმა უარი თქვა, 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღიაროს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული ხელისუფლება და მის მიერ პრეზიდენტად ახლად დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი. ევროპარლამენტარებმა საერთაშორისო საზოგადოებასაც მოუწოდეს, გამოუცხადონ ბოიკოტი საქართველოს მმართველ ელიტას.
ევროპარლამენტარები საქართველოს კანონიერ პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას მოუწოდებენ, სწორედ ის მოიწვიოს ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოსა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე.
ევროპარლამენტარებს ასევე სურთ, რომ საბჭომ და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც დემოკრატიის უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა თუ აქტივისტების დევნაზე არიან პასუხისმგებელნი. სხვებთან ერთად, ამ პირთა შორის არიან ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების გამომტანი მოსამართლეები და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიის წარმომადგენლები.
ევროპარლამენტარების თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს მომდევნო რამდენიმე თვეში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობითა და საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით.
პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და NATO-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო და კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 63 დეპუტატი, ხოლო კენჭისყრისგან თავი 81-მა დეპუტატმა შეიკავა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.

ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,
We use cookies and similar technologies to improve your experience on our website.