ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატი (DG ENEST) იწვევს სამოქალაქო საზოგადოებას არაფორმალურ საინფორმაციო სესიაზე გლობალური ევროპის წინადადების თაობაზე
ოქტომბერი 31, 2025

ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის საკითხების გენერალური დირექტორატი (DG ENEST) იწვევს სამოქალაქო საზოგადოებას არაფორმალურ საინფორმაციო სესიაზე გლობალური ევროპის წინადადების თაობაზე


ახლახან ევროკომისიამ წარმოადგინა წინადადება მომდევნო მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოსთან დაკავშირებით (MFF 2028–2034), მათ შორის – გლობალური ევროპის რეგულაციის და ეფექტიანობის  ჰორიზონტალური 

რეგლამენტირების საკითხები. ეს წინადადებები შეეხება გაფართოების კანდიდატ და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონის ქვეყნებს.

ამ მოვლენების უფრო მკაფიოდ გასაშუქებლად, გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხების გენერალური დირექტორატი (DG ENEST) მოხარულია მიიწვიოს რეგიონში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები არაფორმალურ საინფორმაციო სესიაზე, რომელიც განიხილავს გლობალური ევროპის წინადადების გავლენას გაფართოების და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონებზე. სესიას უმასპინძლებს მათიე ბუსკე, DG ENEST-ის გაფართოების კოორდინაციის, სტრატეგიისა და ინვესტიციების მიმართულების დირექტორი.

სესია დაგეგმილია 4 ნოემბერს, 15:00-დან 16:30 საათამდე (ცენტრალური ევროპის დროით) და ის ონლაინ რეჟიმში გაიმართება.  (მხოლოდ ინგლისურ ენაზე – თარგმანი არ არის ხელმისაწვდომი).

სესია მიმოიხილავს, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს გლობალური ევროპა გაფართოების ქვეყნებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს პარტნიორებისთვის, და მისცემს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეკითხვების დასმის შესაძლებლობას (ხაზგასმით აღვნიშნავთ: ეს შეხვედრა წარმოადგენს არაფორმალურ საინფორმაციო სესიას და არა საჯარო კონსულტაციას).

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას. ონლაინ შეხვედრის ბმულის მისაღებად, გაიარეთ რეგისტრაცია აქ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

რეგისტრაციის ფორმა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,