ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
თებერვალი 6, 2023

ევროკომისიამ ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს შესაბამისობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა


3 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია ის შესაძლებლობები, რომლებიც უკრაინას, მოლდოვის რესპუბლიკას და საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღების მხრივ აქვთ. ანგარიშებში დეტალურადაა გაანალიზებული, თუ რას მიაღწიეს ქვეყნებმა ევროკავშირის კანონთა კრებულთან (EU acquis) შესაბამისობის თვალსაზრისით. 

ანგარიშები ევროკავშირში გაწევრიანებაზე სამი ქვეყნის მიერ წარდგენილი განაცხადების თაობაზე ევროკომისიის 2022 წლის ივნისის მოსაზრებებს ავსებს. მოსაზრებებში განსაზღვრული შესასრულებელი პრიორიტეტების გათვალისწინებით, ევროპულმა საბჭომ ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას მიანიჭა, ხოლო კანდიდატის სტატუსი — უკრაინას და მოლდოვას.

ანგარიშებში ევროკომისიამ სამი ქვეყნის მიერ შევსებულ კითხვარებზე დაყრდნობით შეაფასა ევროკავშირის კანონთა კრებულთან განმცხადებლების მიახლოების დონე. ანგარიშებში ასევე გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმებებზე — მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებზე (AA/DCFTA) — წლების განმავლობაში ჩატარებულ იმ დიალოგთა ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, რომელთა მიზანიც შეთანხმებათა განხორციელების შეფასება იყო. სამივე განმცხადებელი ერთი და იმავე კრიტერიუმების და საკუთარი დამსახურებების მიხედვით შეფასდა.

ევროკომისია მოსაზრებებში განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გატარებული რეფორმების კუთხით სამი ქვეყნის წინსვლაზე ანგარიშებს  შემოდგომაზე დაგეგმილი მომდევნო „გაფართოების პაკეტის“ ნაწილად წარადგენს. ეს ანგარიშები გაითვალისწინებს 2022 წლის ივნისიდან მოყოლებულ პერიოდში მიღწეულ პოლიტიკურ შედეგებს და გასცემს რეკომენდაციებს მომდევნო პერიოდში განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან საქართველოს შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან უკრაინის შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის ანალიტიკური ანგარიში ევროკავშირის კანონთა კრებულთან მოლდოვის შესაბამისობის შესახებ

ევროკომისიის მოსაზრებები ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებული განაცხადების თაობაზე

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის თანმიმდევრული ნაბიჯები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,