9 ივნისს ევროკომისია მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს მეზობლობის, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტი (NDICI) – „გლობალური ევროპა“ 2021-2027 წლების პერიოდისთვის. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, ევროკავშირი მომავალი შვიდი წლის განმავლობაში გლობალური აღდგენის მხარდასაჭერად 79.5 მილიარდი ევროს გამოყენებას შეძლებს. თანხა სამეზობლოს ქვეყნებში და მათ ფარგლებს გარეთ საერთაშორისო პარტნიორული ურთიერთობების ისეთ სფეროებს მოხმარდება, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, მმართველობა, ადამიანის უფლებები, მშვიდობა და უსაფრთხოება.
მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის თანამშრომლობისთვის განსაზღვრული მთლიანი ბიუჯეტი შემდეგნაირად განაწილდება:
დარჩენილი „ბუფერით“ — 9.53 მილიარდი ევროთი შესაძლებელი იქნება ამ პროგრამებიდან ნებისმიერისა და დაუყოვნებელი რეაგირების მექანიზმის ბიუჯეტთა შევსება. კერძოდ, ამ თანხას გაუთვალისწინებელი გარემოებების, ახალი საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ და ახალი პრიორიტეტების დასაზღვევად გამოიყენებენ.
ახალი ინსტრუმენტი უპირველეს ყოვლისა მხარს დაუჭერს ყველაზე დიდ გასაჭირში მყოფ ქვეყნებს მათი გრძელვადიანი განვითარების პრობლემების დასაძლევად. კონკრეტულად კი, ის მათ იმ საერთაშორისო ვალდებულებების და ამოცანების შესრულებაში დაეხმარება, რომლებზეც ევროკავშირია შეთანხმებული. ეს ვალდებულებებია მდგრადი განვითარების მიზნები, დღის წესრიგი 2030 და პარიზის შეთანხმება.
NDICI-„გლობალური ევროპა“, ამასთან, აერთიანებს გრანტებს, კომბინირებულ რესურსებს და გარანტიებს, რომელთა საშუალებითაც ევროკავშირი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეუწყობს ხელს. ინვესტიციები დაზღვეული იქნება საგარეო ქმედების გარანტიით, რომელიც 53.4 მილიარდ ევროს შეადგენს.
„ევროკავშირის ახალი საგარეო ქმედების ფინანსური ინსტრუმენტი შეცვლის თამაშის წესებს იმისათვის, რომ გააუმჯობესოს ჩვენი უახლოესი მეზობლების სიცოცხლისუნარიანობა და კეთილდღეობა“, — აღნიშნა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ, — „ეს იქნება სამხრეთ სამეზობლოსთან ჩვენი განახლებული პარტნიორობის საფუძველი. ის რეგიონს აუთვისებელი ეკონომიკური პოტენციალის გამოყენებაში და COVID-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენაში დაეხმარება. ჩვენ ასევე აღმოსავლეთ სამეზობლოსაც დავუჭერთ მხარს ეკონომიკის გაძლიერებით, სამუშაო ადგილების შექმნით, ციფრული და ეკოლოგიურად დაბალანსებული ტრანსფორმაციით, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა გაფართოებით და ახალგაზრდობისთვის პერსპექტივების შექმნით“.
NDICI-„გლობალური ევროპა“ მისი გამოქვეყნების თარიღიდან — 2021 წლის 1 იანვრიდან რეტროაქტიური ეფექტით შედის ძალაში
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,