ევროკავშირმა ჟურნალისტიკის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები დაასახელა 
მარტი 26, 2021

ევროკავშირმა ჟურნალისტიკის კონკურსის 2020 წლის გამარჯვებულები დაასახელა 


23 მარტს ევროკავშირმა კონკურსის, „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში”, გამარჯვებულთა ვინაობა გამოაცხადა. კონკურსი საქართველოში მომუშავე იმ პროფესიონალებს აჯილდოებს, რომელთა საქმიანობა ჟურნალისტური ეთიკის, პროფესიონალიზმის და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საკონკურსო დაჯილდოების მეცხრე ცერემონია დისტანციურად ჩატარდა

პრიზისაუკეთესო სტატიისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაშიგადაეცა გიორგი გაგუას; „საუკეთესო სიუჟეტისთვის სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში“ — მერი შიხაშვილს; „საუკეთესო საგამოძიებო სტატიის ან სიუჟეტისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ — თამუნა ჩქარეულს; „საუკეთესო ბლოგის/საავტორო სტატიის/სვეტისთვის ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში“ — ბასტი მგალობლიშვილს; „საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომისთვის ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ — ეკა ქევანიშვილს; „საუკეთესო დოკუმენტური ფოტოსთვის, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს“ — სოფო აფციაურს; ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) სპეციალური პრიზი  „კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომისთვის“  ქეთევან მაღრაძეს ერგო.

„2020 წელი ძალიან რთული იყომათ შორის, ჟურნალისტებისთვისაც, რომლებსაც პოლიტიკური კრიზისის წინა ხაზზე უწევდათ ყოფნა. ისინი, ამასთან, COVID19-ის პანდემიის შესახებაც გამუდმებით გვაწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას“, — განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში, ელჩმა კარლ ჰარცელმა, —დღეს მსოფლიოს ყველა წერტილში მომუშავე ჟურნალისტები ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, როგორიცაა პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხი და დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ამ გამოწვევების ფონზე ევროკავშირი ჟურნალისტური ეთიკის ერთგულ მხარდამჭერად და დამცველად რჩება“. 

დამოუკიდებელი, კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე ჟურნალისტიკა უმნიშვნელოვანესია ნდობისა და გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენისათვის“, — აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მარეკ შჩიგელმა.

პირველ ექვს კატეგორიაში გამარჯვებულები ფულადი ჯილდოს სახით დაახლოებით 6 ათას ლარს მიიღებენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი კი ლონდონში, „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტშიგაივლის ერთთვიან სტაჟირებას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,