ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაამტკიცა 
აგვისტო 1, 2024

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დაამტკიცა 


26 ივლისს ევროკავშირის საბჭომ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა.

მაგდალენა გრონომ ტოივო კლაარი ჩაანაცვლა, რომლის თანამდებობაზე ყოფნის ექვს წელზე მეტი ხნის ვადა 31 აგვისტოს ამოიწურა. მაგდალენა გრონო თავისი მოვალეობის შესრულებას საწყისი 12 თვის ვადით  2024 წლის 1 სექტემბერს შეუდგება.

„როგორც ევროკავშირის ახალი სპეციალური წარმომადგენელი, მაგდალენა გრონო გააგრძელებს თავისი წინამორბედების საქმიანობას და ხელს შეუწყობს რეგიონში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას. ის ხელს შეუწყობს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, კერძოდ გაეროსთან და ეუთოსთან მჭიდრო კოორდინაციით იმუშავებს საქართველოში არსებულ კრიზისზე და სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის  ნორმალიზაციის პროცესებზე“, –  ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში.

პრესრელიზის თანახმად, მაგდალენა გრონო ითანამშრომლებს მთავარ აქტორებთან რეგიონში, კავშირებს დაამყარებს მთავრობებთან, პარლამენტებთან, სხვა მნიშვნელოვან პოლიტიკურ აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელს შეუწყობს საერთო რეგიონული ინტერესების გარშემო თანამშრომლობას.

ჩეხეთის მოქალაქე მაგდალენა გრონო ამჟამად ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარი დიპლომატიური მრჩევლის თანამდებობას იკავებს. ბოლო 25 წლის განმავლობაში ის მუშაობდა საგარეო პოლიტიკისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე  – მათ შორის ევროკავშირის მაღალი დონის დიპლომატიურ თანამდებობებზე  და ანალიტიკურ ცენტრებში. მისი საქმიანობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ყოფილ საბჭოთა სივრცესთან და კონკრეტულად სამხრეთ კავკასიასთან. 

პრეზიდენტ მიშელის კაბინეტში მუშაობის დაწყებამდე მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის მრჩეველი იყო საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მანამდე კი მას საერთაშორისო კრიზისების ჯგუფში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონების დირექტორის თანამდებობა ეკავა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,