ევროკავშირმა, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჩუქრად პასპორტის წამკითხველი 20 მოწყობილობა გადასცა. აპარატურა, რომლის საერთო ღირებულებაა 22,000 ევრო (90,000 ლარი), საქართველოს მთავრობას უკანონო მიგრაციასთან ბრძოლასა და სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერებაში დაეხმარება.
მოწყობილობები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განთავსდება და მათ მესაზღვრე–კონტროლიორების მომზადებისას გამოიყენებენ.
„ევროკავშირი და საქართველო საზღვრის უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით მჭიდროდ თანამშრომლობენ. ამ მიზანს ევროკავშირი უკვე წლებია, რაც მხარს უჭერს”, — აღნიშნა ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ, კატალინ გერმანმა, — „აღნიშნული ევროკავშირის იმ ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელიც საქართველოში საზღვრების თანამედროვე სტანდარტებით მართვას და საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად“.
პასპორტის წამკითხველები შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ევროკავშირის უსაფრთხოების, ანგარიშვალდებულებისა და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის“ (SAFE) პროგრამის ფარგლებში გადაეცა.
დამატებითი ინფორმაცია
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,