ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ შიდა ქართლში ახალგაზრდული ცენტრი გახსნეს
ივნისი 28, 2023

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ შიდა ქართლში ახალგაზრდული ცენტრი გახსნეს


საქართველოს შიდა ქართლის რეგიონის სოფელ ქვემო ჭალაში, რომელიც ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარეობს, ახალგაზრდული ცენტრი გაიხსნა.

ახალგაზრდული ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „კონას“ მხარდაჭერით გახსნა. 

ცენტრი ბავშვებსა და ახალგაზრდებს მრავალ საგანმანათლებლო პროგრამას და სამოქალაქო ჩართულობის ინიციატივას შესთავაზებს. უფროსი თაობის წარმომადგენლები კი ამ სივრცეს შეხვედრებისა თუ ტრენინგების ჩასატარებლად გამოიყენებენ. 

ახალგაზრდული ცენტრი აშენდა და აღიჭურვა EU4Dialogue პროგრამის ფარგლებში, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვის რესპუბლიკაში კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების ტრანსფორმაციას უწყობს ხელს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,