ევროკავშირი დიალოგისთვის: კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა

აღწერა
„ევროკავშირი დიალოგისთვის: კონფლიქტის მხარეებს შორის ურთიერთგაგების ხელშეწყობა“ არის ფართო პროგრამის - „ევროკავშირი დიალოგისთვის“ - პირველი კომპონენტი. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს დაძაბულობის განმუხტვას, წაახალისებს დიალოგს და ურთიერთგაგებას დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
პროექტის მიზანია, გაუწიოს ტექნიკური დახმარება ევროკავშირსა და შესაბამის აქტორებს სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში და ასევე, განავითაროს სინერგიები სხვადასხვა აქტივობებთან.
კონკრეტული ამოცანა ადგილობრივ ენაზე
პროექტის ზოგადი მიზანია, ხელი შეუწყოს კონფლიქტების შედეგად დაზარალებული რეგიონების ტრანსფორმაციას სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში.
პროექტის კონკრეტული მიზანია, შექმნას გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაძაბულობის განმუხტვასა და წაახალისებს ურთიერთგაგებას.
პროექტში ყურადღება გამახვილებულია რეგიონული, ინდივიდუალური და რამდენიმექვეყნიანი მიდგომის გამოყენებაზე, ასევე, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და ადამიანის უფლებებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, გენდერულ თანასწორობასა და ევროკავშირის ახალ სტრატეგიაზე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულით გარანტირებულია „ზიანის არმიყენების“ პრინციპის დაცვა.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტმა უნდა მიაღწიოს შემდეგ ძირითად შედეგებს:
- შექმნას დიალოგის მრავალდონიანი პლატფორმები, რომლებიც მოიცავს შეხვედრებსა და ვორკშოპებს რეგიონულ დონეზე, გამყოფი ხაზების სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს შორის ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით.
- განახორციელოს შესაძლებლობების განმავითარებელი ღონისძიებები, რომლებიც მხარეებს შორის წაახალისებს გაცვლასა და ურთიერთობებს, როგორც ქვეყნებს შიგნით, ისე ქვეყნებს შორის და ევროკავშირთან. შესაძლებლობების განმავითარებელი ღონისძიებები დაეფუძნება შესაბამის საჭიროებებსა და დაგეგმილ კონსულტაციებს.
- აამაღლოს ინფორმირებულობის დონე და ევროკავშირის პოლიტიკის გაგება ფართო მასებში, რაც გაზრდის მშვიდობისა და დიალოგის სარგებლის გაცნობიერებას.
პროექტის დოკუმენტები
პროექტის რუკა
ვიდეოგალერეა
ვიდეოები
Video from the Climate, Energy and Water event, organised on 19-23 June, in Moldova.
პროექტის დეტალები
რეგიონალური
პრიორიტეტული სფერო:
პარტნიორობა, რომელიც იცავს, პარტნიორობა, რომელიც აძლიერებს
ქვესექტორი:
უსაფრთხოება და კონფლიქტებზე რეაგირება, მობილობა
თემები:
დიალოგი
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს, მოლდოვა
პროექტის სტატუსი:
მიმდინარე
დაწყების თარიღი:
17.07.2020
დასრულების თარიღი:
16.07.2024
სოციალური მედია:

ევროკავშირის პროექტის ნომერი:
417-403

გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,