ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ არაფორმალური განათლებისა და პროფესიული სწავლების ინიციატივის შედეგები შეაჯამეს
დეკემბერი 28, 2023

ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ არაფორმალური განათლებისა და პროფესიული სწავლების ინიციატივის შედეგები შეაჯამეს


ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ინოვაციური ინიციატივის, „უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“, შედეგები შეაჯამეს. ინიციატივა ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას ემსახურებოდა. 

პროექტი ხუთ სამიზნე რეგიონში — აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გურიაში, იმერეთში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში განხორციელდა. მიღწეულ შედეგთა შორისაა ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა, ციფრული სწავლების დანერგვა და განათლებისა და ტრენინგის მიღმა მყოფი (NEET) ახალგაზრდების ხელშეწყობა. 

2021-2023 წლებში განხორციელებული 1.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი ევროკავშირმა და UNDP-მა დააფინანსეს. პროექტის მუშაობაში ასევე ჩართულები იყვნენ პარტნიორები — ახალგაზრდული ცენტრი „მზიანი სახლი“ და საქართველოს უნარების სააგენტო.

ამ პერიოდის განმავლობაში შვიდმა კოლეჯმა მიიღო ინსტიტუციური მხარდაჭერა, რაც მოიცავდა სამეწარმეო კოლეჯის მოდელის დანერგვას, ტექნიკურ ხელშეწყობას და მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადებას. 

ინიციატივის ფარგლებშივე ათმა საჯარო სკოლამ მიიღო მხარდაჭერა პროფესიული სასწავლო პროგრამების დასანერგად, რის შედეგადაც სკოლის მოსწავლეებსა და თემის წევრებს მეტად მიუწვდებათ ხელი პროფესიული ტრენინგის შესაძლებლობებზე. 

გარდა ამისა, პროფესიულ კოლეჯებში დაინერგა კლასგარეშე აქტივობები მეწარმეობის, ხელოვნების, სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური ჩართულობის მიმართულებებით. პარტნიორ კოლეჯებში კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის კარიერის მართვისა და პროფესიული ორიენტაციის საპილოტე პროგრამა განხორციელდა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

„უკეთესი უწყვეტი განათლების შესაძლებლობები ადგილობრივი პარტნიორობის დახმარებით“



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,