ევროკავშირმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად 34 მილიარდი ევრო გამოყო
სექტემბერი 24, 2021

ევროკავშირმა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების მხარდასაჭერად 34 მილიარდი ევრო გამოყო


2020 წლის მარტში COVID-19-ის პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და ევროპის გუნდის სახელით ცნობილი ევროპული საფინანსო ინსტიტუტების მიერ პარტნიორ ქვეყნებზე 34 მილიარდი ევრო გაიცა. ამ მხარდაჭერის მიზანი პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლა და დასახული კონკრეტული ამოცანების შესრულებაა. 

გაცემულმა თანხამ უკვე გადააჭარბა ევროპის გუნდის მიერ 2020 წლის გაზაფხულზე მხარდაჭერის პაკეტით აღებულ ვალდებულებას — 20 მილიარდ ევროს, რომელიც დღეისათვის 46 მილიარდ ევრომდეა გაზრდილი. 2021 წლის აპრილისთვის სამეზობლოს რეგიონს — მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს — 10.3 მილიარდი ევრო უკვე  მიღებული ჰქონდა. 

„ევროპის გუნდმა საკუთარ გამოცდილებაზე, რესურსებზე და შესაძლებლობებზე დაყრდნობით მოახერხა, რომ მიზანმიმართული დახმარებით მაქსიმალური ზეგავლენა მოეხდინა. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირის პროგრამები მოვარგეთ განვითარებადი ქვეყნების მოთხოვნებს. ევროპის გუნდს შეუძლია იამაყოს იმით, რომ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში შეძლო ამ მოცულობის დახმარების პაკეტის მობილიზება პარტნიორების მხარდასაჭერად მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, — აღნიშნა ევროკომისიის წარმომადგენელმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში, იუტა ურპილაინენმა.

ევროპის გუნდი დღემდე მობილიზებული სახსრებით უკვე 130-ზე მეტ ქვეყანას დაეხმარა. ჯამური 46 მილიარდი ევროდან 2021 წლის აპრილის მდგომარეობით გაცემული იყო 34 მილიარდი ევრო, აქედან: 1.8 მილიარდი ევრო ჰუმანიტარულ საჭიროებებზე გადაუდებელი რეაგირებისთვის; 6.3 მილიარდი ევრო ჯანმრთელობის, წყალმომარაგების და სანიტარული სისტემების გასაუმჯობესებლად; ხოლო 25.8 მილიარდი ევრო პანდემიის სოციალური და ეკონომიკური შედეგების გამოსასწორებლად — მათ შორის, დასაქმების და განათლების სფეროში პრობლემების მოსაგვარებლად.

გარდა ამისა, ევროკავშირმა გადამწყვეტი როლი შეასრულა COVAX პლატფორმის შექმნაში. ეს არის ერთადერთი გლობალური ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ვაქცინების სამართლიან განაწილებას მსოფლიოში  დაბალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე ფოკუსირებით. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, COVAX პლატფორმისთვის ევროპის გუნდის მიერ გაწეულმა მხარდაჭერამ 3 მილიარდ ევროს გადააჭარბა.

დამატებითი ინფორმაციაპრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,