ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები საქართველოს ევროპული მომავლისადმი სალომე ზურაბიშვილის ერთგულებას მიესალმებიან
ივნისი 18, 2024

ევროკავშირის უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები საქართველოს ევროპული მომავლისადმი სალომე ზურაბიშვილის ერთგულებას მიესალმებიან


ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მშვიდობის სამიტის მსვლელობის პარალელურად შეხვდნენ. სამიტი გასულ შაბათ-კვირას შვეიცარიაში გაიმართა.

„მადლობას გიხდით, ქალბატონო პრეზიდენტო, ლიდერობისთვის. ღრმა პატივისცემას გამოვხატავ თქვენი ერთგულებისადმი საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ“, — დაწერა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის შემდეგ  X-ზე (ყოფილი Twitter), — „ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ამ გზას“.

გარდა ამისა, მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, „იმოქმედოს საქართველოს ევროპული მისწრაფებების შესაბამისად“.

„საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომამდე კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა X-ზე, — „ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მყოფ დემოკრატიულ ქვეყანას ირჩევს“.

დამატებითი ინფორმაცია

ფონ დერ ლაიენის პოსტი X-ზე

ბორელის პოსტი X-ზე 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,