ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
ივლისი 2, 2021

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დელეგაცია ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა


26 ივნისს ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აზერბაიჯანში, საქართველოსა და სომხეთში საკუთარი ვიზიტის შედეგები შეაჯამეს. აღნიშნული ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მანდატით 25-26 ივნისს განხორციელდა.

ევროპისა და საერთაშორისო საკითხებში ავსტრიის ფედერალური მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანხლებით ეწვივნენ. ამის შემდეგ ისინი თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ. 

ღარიბაშვილის თქმით, ეს მისია იმის დადასტურებაა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს მშვიდობას და უსაფრთხოებას სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში. ავსტრიის, ლიეტუვის და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებით ჩატარებული მედიაციისთვის. ამ მოლაპარაკებათა შედეგად სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, ხოლო აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა მნიშვნელოვანი მასალა დანაღმული ტერიტორიების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების და კონფლიქტის მოგვარების პროცესში ევროკავშირის შემდგომი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს ის ძალისხმევა, რომელიც უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ზაზა გახელაძის და ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლადაა საჭირო.

დამატებითი ინფორმაცია

რესრელიზი

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,