ევროკავშირის მინისტრები საქართველოში სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ
დეკემბერი 23, 2025

ევროკავშირის მინისტრები საქართველოში სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლაზე საუბრობენ


16 დეკემბერს ზოგად საკითხთა საბჭოში შეკრებილმა ევროკავშირის მინისტრებმა გაფართოების პროცესის პროგრესი განიხილეს, რის შედეგადაც, თავმჯდომარეობამ 26 წევრი სახელმწიფოს მიერ პოლიტიკურად მხარდაჭერილი დასკვნები გამოაქვეყნა. 

დოკუმენტში განსაზღვრულია ევროკავშირის პოლიტიკური პრიორიტეტები, შეფასებულია სიტუაცია ევროკავშირის თითოეულ პარტნიორ ქვეყანაში და ჩამოყალიბებულია შემდგომი რეფორმების მიმართულებები.

„გაფართოების დღის წესრიგში პროგრესს მივაღწიეთ – განსაკუთრებით, უკრაინასთან, მოლდოვასთან, ალბანეთთან და მონტენეგროსთან“, განაცხადა ევროპის საკითხებში დანიის მინისტრმა, მარი ბიერმა, რომელიც ევროკავშირის საბჭოში დანიის თავმჯდომარეობას წარმოადგენს, – „სამწუხაროდ, ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ ბლოკირების გამო, საბჭოს დასკვნების მიღება ვერ მოხერხდა, თუმცა, 26-მა წევრმა სახელმწიფომ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაგზავნა იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით უნდა იარონ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა“. 

საბჭომ ხელახლა გაუსვა ხაზი გაფართოების გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას და ყველა პარტნიორს მოუწოდა, „გამოიყენონ შესაძლებლობა, გამოიყენონ წინსვლის არსებული ტემპი და გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი ევროკავშირისკენ გზაზე პროგრესის ასაჩქარებლად“. 

საქართველოსთან დაკავშირებით, საბჭომ კვლავ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს „ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებს“. 

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ აკმაყოფილებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მოლოდინებს. საბჭო აღნიშნავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის სფეროებში არსებულ სერიოზულ საერთო უკუსვლას, მათ შორის ისეთი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებით, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ასევე, სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციას, ოპოზიციის ლიდერების დევნას, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებურ დაკავებებს და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

საბჭომ ასევე დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ დეზინფორმაციისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელება და ამ პროცესის შეჩერება მოითხოვა.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, საბჭომ აღნიშნა, რომ ქვეყნებმა წარმატებით დაასრულეს სკრინინგის პროცესი და რომ ევროკავშირი ორივე კანდიდატთან მოლაპარაკებების ექვსი ბლოკის გასახსნელად ემზადება, „რაც დაუყოვნებლივ დაიწყება საფუძვლების ბლოკის გახსნით და მას მომდევნო ბლოკებიც მიჰყვება, როგორც ეს მეთოდოლოგიითა და  მოლაპარაკებების ჩარჩოთი არის განსაზღვრული“. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

თავმჯდომარეობის დასკვნები



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,