ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში მოძრავ ვეტერინარულ კლინიკებს აწყობს
აგვისტო 4, 2025

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი საქართველოში მოძრავ ვეტერინარულ კლინიკებს აწყობს


გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP Georgia) ხუთშაბათს განაცხადა, რომ მას რაჭის მაღალმთიან რეგიონში მობილური ვეტერინარული კლინიკები აქვს მოწყობილი; ამ პროექტში გაეროს განვითარების პროგრამის პარტნიორები არიან ევროკავშირი საქართველოში და ქართველ ვეტერინართა გუნდი  „Mayhew Georgia“.

ვეტერინარული კლინიკები  200-ზე მეტი უსახლკარო ძაღლის ვაქცინაციას და მათი საბაზისო ჯანმრთელობის სერვისებს განახორციელებენ.

„ძაღლებზე მდგრადი ზრუნვა ნიშნავს დაავადებების და ტანჯვის შემცირებას, და უსაფრთხო გარემოს როგორც ადამიანების, ისე ძაღლებისთვის“, აღნიშულია გაეროს განვითარების პროგრამის  Facebook-პოსტში. “ნამდვილი მეგობრები რეალურ ზრუნვას იმსახურებენ. ყოველთვის“.

ეს ინიციატივა განხორციელდა  ევროკავშირის დაფინანსებით პროექტის ფარგლებში „ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის“ (EU4ITD). ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების ხელშეწყობასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას მმართველობის სისტემის გაუმჯობესებით ოთხ სამიზნე რეგიონში: გურია, იმერეთი, კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,