ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების წლიური ბიუჯეტი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს
თებერვალი 13, 2024

ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების წლიური ბიუჯეტი 1.8 მილიარდ ევროს შეადგენს


იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს ჰუმანიტარული დახმარება 300 მილიონამდე ადამიანს დასჭირდება, ევროკავშირმა წლიური ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1.8 მილიარდი ევრო გამოყო.

ბიუჯეტიდან დაახლოებით 115 მილიონი ევრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ევროპის სამეზობლოსთვისაა განკუთვნილი. ამ თანხის უდიდესი ნაწილი მოხმარდება უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის შედეგების შერბილებას, ასევე  დასავლეთ ბალკანეთსა და კავკასიაში არსებული საჭიროებების მოგვარებაზე მომუშავე  პროექტების დაფინანსებას და სირიის კრიზისის გავლენების შემსუბუქებას თურქეთში. 

თითქმის 470 მილიონი ევრო მოხმარდება შუა აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას — ღაზას უკიდურესი ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის, სირიას მიმდინარე რეგიონული კრიზისისთვის, ასევე ლიბანს, იემენს და მის მეზობელ ქვეყნებს. 

დაახლოებით 315 მილიონი ევრო საგანგებო მდგომარეობებსა და გაუთვალისწინებელ ჰუმანიტარულ კრიზისებზე რეაგირებისთვისაა გათვალისწინებული.

„2024 წლის დაწყებასთან ერთად, ჰუმანიტარულ საჭიროებებსა და ხელმისაწვდომ რესურსებს შორის ნაპრალი კვლავ აგრძელებს გაფართოებას“, — განაცხადა ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, ჯანეზ ლენარჩიჩმა, — „ამავე დროს, მოთხოვნა დაფინანსებაზე ძალიან მაღალია, ვინაიდან კონფლიქტების რაოდენობა მატულობს, ხოლო კლიმატური კრიზისი უარესდება… ამ შემაშფოთებელი ტენდენციის გათვალისწინებით, ევროკომისია გააგრძელებს ჰუმანიტარული საქმიანობის დაფინანსებას დაუცველთა მხარდასაჭერად — განურჩევლად იმისა, თუ ვინ და მსოფლიოს რომელ წერტილში არიან ისინი“. 

ევროკომისია ჰუმანიტარულ დახმარებას 1992 წლიდან ახორციელებს. მისი დახმარება ყოველწლიურად 110-ზე მეტ ქვეყანას და მილიონობით ადამიანს სწვდება. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,