ევროკავშირის გაფართოება: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო – ახალი ვებგვერდი მნიშვნელოვან ინფორმაციასა და წყაროებს უყრის თავს
ნოემბერი 12, 2025

ევროკავშირის გაფართოება: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო – ახალი ვებგვერდი მნიშვნელოვან ინფორმაციასა და წყაროებს უყრის თავს


ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა EU NEIGHBOURS east პროგრამამ მოამზადა სპეციალური გვერდი, რომელიც ევროკავშირის გაფართოების პროცესს ხსნის. ვებგვერდზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებზე: საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე. 

ვებგვერდი – ევროკავშირის გაფართოება: უკრაინა, მოლდოვა და საქართველო – გაგაცნობთ 2025 წლის გაფართოების პაკეტს, რომელშიც დეტალურადაა შეფასებული თითოეული ქვეყნის პროგრესი და მოცემულია რეკომენდაციები პრიორიტეტულ რეფორმებზე. 

საქართველოს შესახებ ევროკომისია აცხადებს, რომ მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის გათვალისწინებით, საქართველოს „კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი აქვს“. რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისიის განცხადებით, ეს ქვეყნები კვლავ მყარად ერთგულობენ ევროკავშირში გაწევრიანების გზას, მათ წარმატებით გაიარეს სკრინინგის პროცესი და წინ წაიწიეს ძირითადი რეფორმების მიმართულებით. 

მასალა ინგლისური ენის გარდა ასევე ხელმისაწვდომია ქართულ, რუმინულ, უკრაინულ და რუსულ ენებზე. 

ევროკავშირის გაფართოებაზე შექმნილ ვებგვერდზე თავმოყრილია ზოგადი ინფორმაცია, საკვანძო მნიშვნელობის ფაქტები და ახსნა-განმარტებები. აქვეა ხელმისაწვდომი ბმულები, რომლებითაც გადახვალთ ევროკომისიის ანგარიშებზე და წყაროებზე, სადაც დამატებითი დეტალური ინფორმაციაა მოცემული გაფართოების პროცესსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან. 

დამატებითი ინფორმაცია

ვებგვერდი გაფართოებაზე 

2025 წლის გაფართოების პაკეტი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,