ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს
თებერვალი 12, 2021

ევროკავშირი ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს


ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას ზაზა გახელაძის დაუყოვნებლად გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

გახელაძე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან 2020 წლის 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს. 2021 წლის 5 იანვარს კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ მას თორმეტი წლით და ექვსი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობა.

ევროკავშირი გახელაძის უკანონო პატიმრობიდან სასწრაფო გათავისუფლებას მისი დაკავების დღიდან მოითხოვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რომელიც ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ფუნქციონირებს.

იმავე კონტექსტში, ევროკავშირმა ასევე შეახსენა რუსეთის ფედერაციას ის პასუხისმგებლობები, რომელთა შესრულებაც მას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ევალება.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ელჩის თქმით, ევროკავშირი მომავალშიც გააგრძელებს  კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების და უშიშროების საკითხებზე მუშაობას.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში

ევროკავშირი მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთ-საქართველოს საქმეზე

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,