ევროკავშირი: თუ საქართველოში საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს
Reuters
ივლისი 22, 2025

ევროკავშირი: თუ საქართველოში საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს


გასულ პარასკევს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა Facebook-ის პოსტი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ, რომელშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ „თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“.

ამ პოსტში ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული, და რომ ევროკომისიის ბოლო  ანგარიშში სერიოზული შეშფოთება იყო გამოთქმული საქართველოში ადამიანის უფლებების საკითხზე. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

უვიზო რეჟიმის სრული შეჩერების თავიდან ასაცილებლად ევროკავშირი იძლევა ძირითადი რეფორმების ჩატარების რეკომენდაციას ფოკუსირებით უფლებების დაცვასა და ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერებაზე. რეკომენდაციების სრული სია იხილეთ აქ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროკავშირი განახლებულ ინფორმაციას ამ საკითხზე სავარაუდოდ აგვისტოს ბოლომდე გამოაქვეყნებს.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,