ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიას, „ავერსი ფარმას“ საქართველოში მწვანე და კონკურენტუნარიანი კერძო სექტორის მხარდაჭერის ფარგლებში 10 მილიონ ევრომდე ოდენობის სესხი გამოუყო.
დაფინანსება მოხმარდება თბილისში ახლად შეძენილი ცენტრალური საწყობის განახლებასა და ავტომატიზაციას, რაც „ავერსი ფარმას“ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში დაეხმარება. ამ გზით კომპანიის ოპერაციები ისეთ ერთ დიდ, თანამედროვე სტანდარტების მქონე ობიექტში მოიყრის თავს, რომელიც საერთაშორისო სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.
პროექტი სრულად აკმაყოფილებს EBRD-ის „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის“ (GET) პოლიტიკას და კლასიფიცირებულია, როგორც 100 პროცენტით მწვანე ინიციატივა. ახალი საწყობი ენერგოეფექტიანი იქნება: თანამედროვე დიზაინისა და ავტომატიზაციის წყალობით ენერგიის დაზოგვის მაჩვენებლის 40%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი; ავტომატური კონვეიერებით, რობოტექნიკითა და საწყობის მართვის სისტემებით ასევე შესაძლებელი გახდება სივრცის ოპტიმიზება და ნახშირბადის კვალის შემცირება.
ამასთან, EBRD სპეციალური ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით ფარმაცევტულ ინდუსტრიაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. ინიციატივა მოიცავს ახალი ციფრული სასწავლო პროგრამებისა და ციფრული სწავლების პლატფორმის შექმნას, რაც, სულ მცირე, 1 000 თანამშრომელს – მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს – მისცემს პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
„ავერსი ფარმა“, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც EBRD-ის კლიენტია, საქართველოს ფარმაცევტულ და ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა. ის მართავს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს და საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების ფართო ქსელს. კომპანია მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმის უზრუნველყოფაში, რომ საქართველოს მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეთ აუცილებელ მედიკამენტებსა და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,