ევროკავშირი საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის სასამართლო განაჩენს და ჟურნალისტის  დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ
აგვისტო 7, 2025

ევროკავშირი საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლობები გმობენ მზია ამაღლობელის სასამართლო განაჩენს და ჟურნალისტის  დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდებენ


6 აგვისტოს სქართველოში 24 ქვეყნის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების ჩათვლით, დაგმო ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი “არაპროპორციული და პოლიტიზებული” განაჩენი, რომლითაც მას 2 წლით პატიმრობა მიესაჯა.  მათ სოლიდარობა გამოხატეს მზიას მიმართ და მისი დაუყოვნებლივ განთავისუფლებისკენ მოუწოდეს.

იმ დიპლომატიური წარმომადგენლობების სია, რომელთაც ევროკავშირთან ერთად ამ განცხადებას ხელი მოაწერეს, შემდეგ ქვეყნებს მოიცავს: ავსტრია, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

“მზია ამაღლობელის საქმე დამატებით დაამძიმა მისმა გაჭიანურებულმა წინასწარმა პატიმრობამ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებით მისი მხედველობა მნიშვნელოვნად გაუარესდა,” აღნიშნულია განცხადებაში. “მზია ამაღლობელის საქმე და “ბათუმელებსა”  და “ნეტგაზეთზე” განხორციელებული ზეწოლა საქართველოში ჟურნალისტების მზარდი დაშინების, დაუსჯელი ძალადობისა და სამართლებრივი დევნის მაგალითია, მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა დარღვევის გზით”.

გარდა ამისა, დიპლომატებმა გაიმეორეს მედიის თავისუფლების კოალიციის მიერ 2024 წლის 20 დეკემბერს გავრცელებული განცხადება, რომელიც გმობს ყოველგვარ ძალადობას და დაშინებას ჟურნალისტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,