ევროკავშირი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 16 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გასცემს
ოქტომბერი 27, 2023

ევროკავშირი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად 16 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს გასცემს


25 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ „გლობალური კარიბჭის“ (Global Gateway) ფორუმზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) პრეზიდენტმა ვერნერ ჰოიერმა საქართველოსთვის ფინანსური პაკეტი გააფორმეს. EIB Global-ის მეშვეობით გაცემული 16 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი ქვეყნის აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოხმარდება. 

პროექტი, რომლის მიზანიც ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირებაა, მოიცავს უშუალოდ გზების უსაფრთხოების გაუმჯობესებას, საინჟინრო სერვისების მიწოდებასა და საინფორმაციო კამპანიას.  გარდა ამისა, გაუმჯობესდება უსაფრთხოება საქართველოს ევროკავშირთან დამაკავშირებელ გაფართოებულ ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელზე (TEN-T) და კონკრეტულ ადგილობრივ სატრანსპორტო მარშრუტებზე.

პროექტი ასევე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესებას ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ, რომელიც ცენტრალურ აზიას ევროპასთან სამხრეთ კავკასიის საშუალებით აკავშირებს.

„საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილზე განხორციელებული ამ ახალი ინვესტიციით ჩვენ ვაუმჯობესებთ საქართველოს კავშირს ევროპასთან, საგზაო უსაფრთხოებას, მგზავრობის პირობებს და ვამცირებთ მგზავრობის დროს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის“, — აღნიშნა კომისარმა ვარჰეიმ, — „გარდა ამისა, აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი საქართველოს ახალ ეკონომიკურ და სავაჭრო შესაძლებლობებს სთავაზობს, რადგან ის აძლიერებს საქართველოს, როგორც სავაჭრო ჰაბის, როლს ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ“.

25-26 ოქტომბერს გამართული „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე მთავრობების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ ინოვაციურ ინფრასტრუქტურაში გლობალური ინვესტიციების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. 

„გლობალური კარიბჭის“ მიზანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში ინვესტიციების განხორციელება და ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემების გაძლიერებაა. „გლობალური კარიბჭის“ სტრატეგია ეყრდნობა „ევროპის გუნდის“ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ევროკავშირს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ევროპის განვითარების საფინანსო ინსტიტუტებს. მისი მთავარი ამოცანა 2021 წლიდან 2027 წლამდე პერიოდში 300 მილიარდ ევრომდე ოდენობის სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მობილიზებაა.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივნისი 13, 2024

Shape your future: ადგილი, სადაც ევროკავშირის შესაძლებლობებს, მხარდაჭერასა და ინსპირაციას იპოვი  

ივნისი 11, 2024

ევროკავშირი არ აღიარებს ე.წ. „საპარლამენტო არჩევნებს“ სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონში

ივნისი 11, 2024

ხეების დარგვა და წყლის ხარისხის შემოწმება: EUMM გარემოს მსოფლიო დღეს ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნავს

ივნისი 5, 2024

ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო / ევროპა ნოსტრას ჯილდო: პროექტი საქართველოდან გამარჯვებულთა შორისაა

ივნისი 5, 2024

საქართველომ, სომხეთმა და მოლდოვამ სახელმწიფოთაშორისი ელექტრონული იდენტიფიკაციის საპილოტე პროექტში მიიღეს მონაწილეობა


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,