ევროკავშირი კავშირების, ჯანდაცვისა და კვლევების სფეროებში მდგრადი ინვესტიციების შესახებ გამართულ Global Gateway-ის ფორუმს უმასპინძლებს
ოქტომბერი 25, 2023

ევროკავშირი კავშირების, ჯანდაცვისა და კვლევების სფეროებში მდგრადი ინვესტიციების შესახებ გამართულ Global Gateway-ის ფორუმს უმასპინძლებს


25-26 ოქტომბერს ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი  Global Gateway-ის ფორუმს გახსნის და უმასპინძლებს. ფორუმზე  შეიკრიბება ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მთავრობების 40-ზე მეტი მაღალი დონის წარმომადგენელი და, მათთან ერთად, ფინანსური ინსტიტუტების — მათ შორის EIB-ისა და EBRD-ის — კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ფორუმის თემაა „ერთად ძლიერები ვართ მდგრადი ინვესტიციების მეშვეობით“. მასზე წარმოჩნდება ის პროგრესი, რომელიც Global Gateway-ის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით მიიღწა. სტრატეგია ევროკავშირის მიერ მთელი მსოფლიოსთვის კავშირების, ჯანდაცვის, განათლებისა და კვლევის სისტემებში ხარისხიანი, გამჭვირვალე ინვესტიციების შეთავაზებას მოიაზრებს. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში Global Gateway ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით ხორციელდება.

25 ოქტომბერს პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი უმასპინძლებს ვახშამს სახელმწიფოების და მთავრობათა მეთაურებისთვის და მონაწილეობას მიიღებს ფორუმის გახსნის პლენარულ სესიაში. ამის მერე გაიმართება ლიდერთა დისკუსიები, რომელთა ძირითადი თემები იქნება მწვანე ენერგეტიკული გარდაქმნა და მწვანე წყალბადი, განათლება და კვლევა, არსებითი მნიშვნელობის ნედლეული და სატრანსპორტო დერეფნები. 

26 ოქტომბერს ლიდერები იმსჯელებენ ჯანმრთელობის პროდუქტების წარმოებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის საკითხებზე. დასასრულს კი გაიმართება დახურვის პლენარული სხდომა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მონაწილეობით. 

ორდღიანი ღონისძიების განმავლობაში ასევე გაკეთდება რამდენიმე განცხადება, რომლებიც Global Gateway-ის ფარგლებში დაწყებული პირველი 89 საფლაგმანო პროექტის განხორციელებას შეეხება.  

ფორუმის გახსნისა და დახურვის ცერემონიები ონლაინჩართვით გადაიცემა.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია Global Gateway-ის ფორუმის სპეციალურ ვებსაიტზე, Global Gateway-ის ზოგად ვებგვერდზე და Global Gateway-ის საფლაგმანო პროექტებისთვის მიძღვნილ ვებგვერდზე, სადაც 2023 წლის მონაცემებს იხილავთ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი

ონლაინჩართვა



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,