ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია
თებერვალი 6, 2023

ევროკავშირი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია


საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია, იმოქმედოს, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, განაცხადა ევროკომისარმა ბიუჯეტის და ადმინისტრაციის საკითხებში, იოჰანეს ჰანმა 2 თებერვალს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის სახელით საუბრისას იოჰანეს ჰანმა აღნიშნა: „ყველას ინტერესშია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი, სანდო, საერთაშორისო ორგანიზაციის სამედიცინო შეფასებით იხელმძღვანელოს“.

ევროკომისარმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ რიგი ანგარიშების მიღების შემდეგ, ევროკავშირმა არაერთხელ დააყენა ეს საკითხი როგორც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლების წინაშე, ისე თავის საჯარო განცხადებებში.

„28 დეკემბერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ოფიციალურად მივმართეთ იუსტიციის მინისტრს. ამას მოჰყვა საქართველოში ევროკავშირის ელჩის საგანგებო შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. ამ და ყველა წინა შემთხვევაშიც ჩვენ ვიმეორებდით, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მიიღოს ყოველგვარი საჭირო ზომა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად“, — განაცხადა იოჰანეს ჰანმა ევროპარლამენტის სხდომაზე.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,