ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას „ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები“ და გამოიძიოს ნებისმიერი დარღვევა. ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ 9 მაისს X-ზე (ყოფილი Twitter) განაცხადა.
„მიუღებელია სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშინება, მათ მიმართ მუქარა და ფიზიკური შეურაცხყოფა“, — აღნიშნა მასრალიმ.
პრესსპიკერი ამით თბილისში უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგოდ მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხო ძალადობრივ ქმედებებს ეხმიანება.
მანამდე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განცხადებაში აღნიშნა, რომ „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალს საქართველოში არსებულ ვითარებას და გმობს ძალადობას თბილისის ქუჩებში.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,