ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ზომებს, არ იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმა
ივნისი 30, 2023

ევროკავშირი მიესალმება საქართველოს ზომებს, არ იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმა


საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, რომ  ქვეყანა რუსეთის სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმა არ იყოს, აღნიშნა 28 ივნისს თბილისში ვიზიტის დროს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა.

ო’სალივანი ამჟამად რამდენიმე ქვეყანას იმაში დასარწმუნებლად სტუმრობს, რომ ეს სახელმწიფოები რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს გვერდს არ უვლიან ან გვერდის ავლას ხელს არ უწყობენ. 

„კონკრეტულად კი ჩვენ ვფოკუსირდებით ბრძოლის ველზე გამოყენებულ 38 პროდუქტზე, რომლებიც ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერაა აღმოჩენილი და რომლებიც რუსულ იარაღს აძლიერებს და უფრო მომაკვდინებელს ხდის“, — განაცხადა დევიდ ო’სალივანმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საქართველო არ ასრულებს ევროკავშირის სანქციებს, მიუხედავად იმისა, რომ ის ევროკავშირის წევრობისკენ მიისწრაფვის. „ჩვენ გვესმის, როგორ სპეციფიკურ სიტუაციაში იმყოფება  საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალმხრივი მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ამიტომ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას“, — აღნიშნა ო’სალივანმა.

ამავე დროს, მან თქვა, რომ „როგორც ორმაგი დანიშნულების, ისე ბრძოლის ველზე გამოყენებულ 38 პროდუქტთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ შემოწმებისა და მონიტორინგის სისტემებით, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ დანერგა, რათა ამ პროდუქტების საქართველოს გავლით რუსეთში შეღწევა არ დაუშვას“.

დევიდ ო’სალივანმა დასძინა, რომ ევროკავშირს „არავითარი სურვილი არ აქვს, აღმოფხვრას ან ხელი შეუშალოს კანონიერ ვაჭრობას საქართველოსა და რუსეთს შორის“, მაგრამ, მისი აზრით, „ევროპასთან ვაჭრობა [საქართველოს] სთავაზობს უკეთეს პერსპექტივას, ვიდრე — ვაჭრობა რუსეთთან”.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,