ევროკავშირის ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა აღმოსავლეთ პარტნიორობის აღდგენის, მდგრადობის და რეფორმების დღის წესრიგის საფუძველს წარმოადგენს. მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გეგმის შესასრულებლად ევროკავშირის ბიუჯეტიდან გრანტების, შერეული დაფინანსების და გარანტიების სახით 2.3 მილიარდი ევრო გამოიყოფა. თანხა სამუშაო ადგილების შექმნას, განვითარებას, კავშირების გამყარებას და მწვანე და ციფრული გარდაქმნის მხარდაჭერას მოხმარდება.
მაგრამ ეს მხოლოდ საწყისი ეტაპია: ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერამ ხელი უნდა შეუწყოს შემდგომ სახელმწიფო და კერძო ინვესტიციებსაც, რაც ევროკავშირის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გაერთიანებული ძალისხმევით მიიღწევა. ამ პროცესში მონაწილეობას ასევე მიიღებენ განვითარების დამფინანსებელი ორგანიზაციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, პარტნიორი ქვეყნების ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობები, შესაბამის შემთხვევებში — მუნიციპალიტეტები და კერძო ინვესტორები. მოსალოდნელია, რომ ამ გზით გეგმა სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების სახით 17 მილიარდამდე ევროს შეკრებს და ეფექტიანად გამოიყენებს პანდემიის შემდგომი აღდგენის მხარდასაჭერად.
გეგმა გააერთიანებს ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე განსახორციელებელ საქმიანობას და ის თითოეული პარტნიორი ქვეყნის კონკრეტულ მოთხოვნებზე იქნება მორგებული.
ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საფუძვლად უდევს აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტების ძირითად საინვესტიციო პრინციპს. ეს ინიციატივა COVID-19-ის პანდემიისგან სოციალურ და ეკონომიკურ აღდგენას მწვანე და ციფრული გარდაქმნის დაჩქარებით უწყობს ხელს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციებს თან ახლდეს აშკარა წინსვლა სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში. ეს არის მმართველობის ძირითადი პრინციპი, რომელიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის, გენდერული თანასწორობის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გულისხმობს. ეს ყველაფერი ევროკავშირის მთავარ ფასეულობებს და ისეთი ძლიერი საზოგადოების ფუნდამენტს წარმოადგენს, რომლის პრიორიტეტიც საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობაზე ზრუნვაა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ეკონომიკათა მდგრადობა და ინტეგრირებულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის პანდემიის შემდგომი აღდგენის კონტექსტში.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პერიოდის პრიორიტეტების შესაბამისად, ინვესტიციები შემდეგ ძირითად სფეროებში განხორციელდება:
თუმცა იმისათვის, რომ ასეთი ინვესტიციები ეფექტიანი იყოს და მდგრად განვითარებას შეუწყოს ხელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკის და სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებას. ევროკავშირის მხარდაჭერა სწორედ ამ წინაპირობას ეფუძნება და ის მოტივაციაზე დაფუძნებულ მიდგომას იყენებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციებს თან უნდა ახლდეს აშკარა პროგრესი სასამართლო რეფორმის, საჯარო მმართველობის რეფორმის და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროებში.
თქვენ ნამდვილად იგრძნობთ განსხვავებას. ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა თითოეული პარტნიორი ქვეყნისთვის ხუთ საფლაგმანო ინიციატივას შეიცავს. ეს არის კონკრეტული პროექტები, რომლებიც უშუალო გავლენას იქონიებს მოსახლეობის კეთილდღეობასა და ბიზნესის წარმატებაზე.
გეგმა ევროკავშირის იმ მხარდაჭერის არსებითი ნაწილია, რომელიც COVID-19-ის პანდემიის შემდგომ აღდგენას ისახავს მიზნად. ამის მიღწევის გზად კი თითოეული ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება, გრძელვადიანი მდგრადობის და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა და მოქალაქეთა ხელშესახები სარგებლით უზრუნველყოფაა დასახული. აქედან გამომდინარე, საფლაგმანო ინიციატივები განისაზღვრა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად — მათი პრიორიტეტების, მოთხოვნების და ამბიციების გათვალისწინებით.
საქართველოს მიერ დასახელებული ძირითადი პრიორიტეტებია სატრანსპორტო და ციფრული კავშირები (განსაკუთრებით, შავი ზღვის საშუალებით) და ციფრული სფეროს განვითარება. გარდა ამისა, საქართველოს პრიორიტეტებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის პოტენციალის გაზრდას.
საქართველოს ხუთი საფლაგმანო ინიციატივაა:
სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის B&S ევროპის კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,