ევროკავშირი გმობს „დაშინებას, მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას“ პროტესტის მონაწილეების მიმართ საქართველოში
მაისი 14, 2024

ევროკავშირი გმობს „დაშინებას, მუქარასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას“ პროტესტის მონაწილეების მიმართ საქართველოში


ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის პროტესტის უფლება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ 13 მაისს პრესისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს არ გამოჰპარვია „სასტიკი ქმედებები“ ღამით და ის „მკაცრად გმობს დაშინების აქტებს, მუქარასა და ფიზიკურ თავდასხმებს მომიტინგეების, სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ“.

„ჩვენ ხელისუფლებას სათანადო გამოძიებისკენ მოვუწოდებთ… და ჩვენ მოველით, რომ პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან“, — აღნიშნა მან. 

პიტერ სტანომ დასძინა, რომ ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები „ყურადღებით“ აკვირდებიან სიტუაციას. საქართველოს წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას კი მან განაცხადა, რომ საქმე „ჯერ აქამდე არ მისულა“ და რომ ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთიანი გადაწყვეტილება უნდა იყოს.

„ბოლოს და ბოლოს, საქართველო კანდიდატი ქვეყანაა და გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიმედოვნებთ, მოველით და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ ევროპულ გზას და შეასრულონ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ნებაყოფლობით აიღეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის შეტანისას“, — განაცხადა სტანომ.

დამატებითი ინფორმაცია

პრესბრიფინგი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,