ევროკავშირი გასცემს გრანტებს საქართველოში მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებზე
აპრილი 16, 2021

ევროკავშირი გასცემს გრანტებს საქართველოში მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებზე


ევროკავშირმა გამოაცხადა საკონკურსო წინადადებების მიღება საქართველოში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაციებისთვის, რომელთა შორის არიან სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ადგილობრივი ხელისუფლებები, საგანმანათლებლო ორგანიზაციები, მედია და სახელმწიფო სექტორი. კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და ადამიანის უფლებების და ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერა.

კონკურსის მიზნების გათვალისწინებით, წარდგენილი წინადადებები ხელს უნდა უწყობდეს ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებას, სოციალური სამსახურების ხელმისაწვდომობას მოსახლეობის დაუცველი ჯგუფებისთვის, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობასთან, ასევე ოჯახურ ძალადობასთან ბრძოლას, ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერებას (სისხლის სამართლის დამნაშავეობის შემცირება „კრიმინალურ აზროვნებასთან“ და ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლით, ქცევით დარღვევებთან და/ან ფსიქიკური ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საჭიროებების დაკმაყოფილებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, და ნარკოდამოკიდებულთა უკეთესი მკურნალობით), ასევე ანგარიშვალდებულების გაძლიერებას უსაფრთხოების სექტორში.

კონკურსისთვის გათვალისწინებული მთლიანი საორიენტაციო ბიუჯეტია 7,8 მილიონი ევრო.

ამ კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი არც ერთი გრანტის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 –1,5 მილიონ ევროს, ლოტის გათვალისწინებით. შერჩეული პროექტების თანადაფინანსების მაქსიმალური პროცენტია 95%.
საკონკურსო წინადადებების წარდგენის საბოლოო ვადაა 24 მაისი.

დამატებითი ინფორმაცია

Press release

 



ყველაზე წაკითხული


თემაზე

აპრილი 19, 2024

ევროკავშირი, გაერო და ავსტრია საქართველოში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახალ პროექტს იწყებენ

აპრილი 18, 2024

ევროკავშირი უცხოური გავლენის შესახებ კანონს „ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელს“ უწოდებს

აპრილი 16, 2024

არა, დრო რუსეთის მხარეს არაა: ბორელი ომისა და ევროკავშირის სანქციების შედეგად რუსეთის ეკონომიკის დასუსტებას აღწერს

აპრილი 12, 2024

ევროკავშირის პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ

აპრილი 12, 2024

ევროკავშირი და გერმანია აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლებას უჭერენ მხარს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა („EU NEIGHBOURS east“) 2020-2024. ეს პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ის მოქმედებს სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. პროგრამას ახორციელებს კომპანიის GOPA PACE კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,