ევროკავშირი  Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2026 წლისთვის უნარების გასავითარებლად 5 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს
ნოემბერი 14, 2025

ევროკავშირი  Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2026 წლისთვის უნარების გასავითარებლად 5 მილიარდ ევროზე მეტს გამოყოფს


12 ნოემბერს ევროკომისიამ Erasmus+ პროგრამის 2026 წლის კონკურსი გამოაცხადა, რომლის მიზანიც ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ განათლების, წვრთნის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში დაფინანსების ახალი შესაძლებლობების შეთავაზებაა. 

პროგრამას 2026 წლისთვის დაახლოებით 5.2 მილიარდი ევროს ოდენობის ბიუჯეტი ექნება, რითაც უნარების განვითარებასა და მოქალაქეობრივ განათლებას საერთაშორისო მობილობისა და თანამშრომლობის პროექტების მეშვეობით შეუწყობს ხელს. 

2026 წელს Erasmus+ პროგრამა სკოლის სექტორში პარტნიორობებსა და მობილობას მეტად დაუჭერს მხარს. ინიციატივა ორგანიზაციებს დაეხმარება, გამოცადონ და დანერგონ ბაზისური უნარების განმავითარებელი სწავლების მეთოდები. ის ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის ძალისხმევას სამოქალაქო ჩართულობის, დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და საერთო ღირებულებების დაცვის მიმართულებით.

ამასთან, პროგრამა კვლავ გააგრძელებს თავისი მთავარი პრიორიტეტების ერთგულებას, რაც ინკლუზიურობის, ციფრული და მწვანე გარდაქმნისა და დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მხარდაჭერას მოიაზრებს. 

Erasmus+ ასევე აგრძელებს უკრაინაში მცხოვრები მოსწავლეებისა და პედაგოგების დახმარებას და ევროკავშირში ან პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში იძულებით გადასახლებული უკრაინელების მხარდაჭერას. 

2026 წლის კონკურსის ფარგლებში სასწავლო მობილობის შესაძლებლობა დაახლოებით 1,275,000 მონაწილეს მიეცემა. ინიციატივა მხარს დაუჭერს Erasmus+-ის პროექტებში ჩართულ 100,000-ზე მეტ ორგანიზაციას, როგორებიცაა უმაღლესი განათლების ინსტიტუტები, სკოლები, პროფესიული განათლების ცენტრები და ახალგაზრდობისა და სპორტის ორგანიზაციები. 

Erasmus+-ის დაფინანსების მოპოვება შეუძლიათ განათლების, წვრთნის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს – სკოლებს, უნივერსიტეტებს, პროფესიული განათლების ცენტრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ახალგაზრდობის ჯგუფებს. ინდივიდებს (მაგალითად, მოსწავლეებს, მასწავლებლებს ან ახალგაზრდებს) კონკურსში მონაწილეობა ამ ორგანიზაციების მეშვეობით შეეძლებათ. 

განაცხადთა უმრავლესობას Erasmus+ პროგრამის ეროვნული სააგენტოები მიიღებენ. ზოგიერთი მიმართულება კი – მაგალითად, ჟან მონეს პარტნიორობები — ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მიერ იმართება. სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია Erasmus+ პროგრამის 2026 წლის გზამკვლევში.

საქართველოს წარმომადგენლებს პროგრამის გარკვეულ მიმართულებებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რაც დამოკიდებულია კონკრეტული კრიტერიუმების და პირობების დაკმაყოფილებაზე (თითოეული მიმართულებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმებისა და პირობების სანახავად, გთხოვთ, გაეცნოთ გზამკვლევს). 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი 

2026 წლის წლიური სამუშაო პროგრამა 

Erasmus+ პროგრამის 2026  წლის კონკურსი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,