ევროკავშირის დახმარებით, გაეროს ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) ქართული ფარმაცევტული კლასტერის წარმომადგენლებისათვის ინტერაქტიური ღონისძიება დაგეგმა. კერძოდ, მოეწყო ტური, რომლის მონაწილეებმაც GM Pharma-ს თბილისში მდებარე ფარმაცევტული საწარმო დაათვალიერეს.
ტური სათანადო წარმოების პრაქტიკის (GMP) სფეროში დაგეგმილი სამწვრთნელო პროგრამის ფარგლებში იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ამ პრაქტიკის სტანდარტებს GM Pharma უკვე აკმაყოფილებს. ევროკავშირის მხარდაჭერით, UNIDO-მ საქართველოს ფარმაცევტული კლასტერის წევრებისთვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ტრენინგების სერია წლის პირველ ნახევარში ჩაატარა.
საქართველოს ფარმაცევტული კლასტერი ბაქტერიოფაგებისა და მცენარეული ფარმაცევტული საშუალებების მწარმოებლებს და მხარდამჭერ ორგანიზაციებს აერთიანებს. ის მიზნად ისახავს, გაზარდოს მწარმოებლების კონკურენტუნარიანობა და გაყიდვები და გააუმჯობესოს ახალ ბაზრებზე მათი წვდომა საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის სტანდარტების დანერგვით.
ტური ევროკავშირი საქართველოსთვის (EU4Georgia) ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის“, ფარგლებში დაიგეგმა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ამ პროექტის ბიუჯეტი 6 მილიონ ევროს შეადგენს.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,