ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
მაისი 26, 2026

ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ


26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კვლავ დაადასტურეს ევროკავშირის „ურყევი მხარდაჭერა“ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

1917 წელს რუსეთში მომხდარი გადატრიალების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, რომლის საფუძველზეც დაარსდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოების ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დაადასტურა „სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა“. 

„დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს პოვებს“,  – წერია განცხადებაში,  – „საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან“. 

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით პროგრესი „კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის“.

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული



გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,