საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი, რომელიც გააუმჯობესებს ბავშვების უფლებებზე მომუშავე მართლმსაჯულებას და დაეხმარება ბავშვებს, იცხოვრონ დაცულ და მზრუნველ ოჯახურ გარემოში. ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს, „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) განახორციელებს.
პროექტი საქართველოს მთავრობას ახლადდამტკიცებული ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში დაეხმარება. დასახულ მიზანთა შორისაა ღონისძიებების დეცენტრალიზაცია და ბავშვთა უფლებების დაცვისა და პატივისცემის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება.
პროექტი, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 2 მილიონ ევროს აღემატება, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. ის სოციალური მომსახურების ორგანიზაციებს, საზოგადოებას და მშობლებს ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდების გამოყენებაში დაეხმარება. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემას, დაამკვიდროს ბავშვზე მორგებული მიდგომა ყველა ბავშვისთვის — მათ შორის, დანაშაულის მსხვერპლებისთვის, მოწმეებისთვის და ოჯახებიდან განცალკევებულებისთვის.
გარდა ამისა, პროექტი დაეხმარება დანაშაულის პრევენციის და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს, განახორციელოს დანაშაულის პრევენციისთვის აუცილებელი რეფერირების პროცედურები. ის ასევე ხელს შეუწყობს ხარისხიანი პროგრამების შექმნას რთული ქცევის მქონე, კრიმინალური პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და განრიდების პროგრამის მონაწილე ბავშვებისთვის.
„პროექტი ბავშვებს ინსტიტუციური ზრუნვის სისტემიდან ოჯახურ გარემოში გადასვლაშიც დაეხმარება. ის ასევე ინტენსიურად იმუშავებს ადგილობრივ მთავრობებთან და მუნიციპალურ სოციალურ მუშაკებთან, რათა დაუცველ ბავშვებს და ოჯახებს უფრო მარტივად მიუწვდებოდეთ ხელი საჭირო დახმარებამდე. ბავშვთა უფლებების, როგორც სხვა ნებისმიერი უფლებების, მნიშვნელობა გადახედვას არ ექვემდებარება“, — განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
2009 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის დახმარებით საქართველომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. რეფორმამ ხელშესახები შედეგები გამოიღო კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის, თუმცა არასრულწლოვანთა დამნაშავეობის პრევენციის მიზნით დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,