2026 წლის 27 აპრილს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე იყო მიწვეული.
„მათ შორის შედგა საფუძვლიანი საუბარი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ“, – ვკითხულობთ ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, – „ევროკავშირი საკუთარი ოჯახის წევრობას არავის აიძულებს. გვსურს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ხელიდან არ გაუშვას ის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს“.
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან „ევროკავშირი საქართველოს გვერდში უდგას და ეხმარება დემოკრატიული და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობაში“.
„როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობას, ჩვენც გვჯერა, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიას წარმოადგენს“, – აღნიშნულია პრესრელიზში, – „ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვს ნამდვილ ერთგულებას და ხელშესახებ რეფორმებს ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შესაბამისობის მისაღწევად. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას“.
პრესრელიზში ასევე ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის წინააღმდეგ უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვას უფრო მეტად ძარცვავს დამაჯერებლობისგან.
დამატებითი ინფორმაცია





სხვა საინფორმაციო კამპანიები:
გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?
ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.
ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,