ევროკავშირი: ახალი კანონები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და რეპრესიებს გაამკაცრებს
Reuters Connect
აპრილი 3, 2025

ევროკავშირი: ახალი კანონები უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე და რეპრესიებს გაამკაცრებს


ახალი კანონმდებლობა — მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2 აპრილს სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე მიიღო — „ქართულ ოცნებას“ „განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გასამკაცრებლად დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს“, ვკითხულობთ  ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებაში.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა საერთო განცხადებაში აღნიშნეს, რომ „ეს კანონები სტიგმატიზების რისკის ქვეშ აყენებს სამოქალაქო აქტივისტების მუშაობას, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის არსებობის გაგრძელებას, უკან ხევს ადამიანის უფლებების დაცვას, ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ძირს უთხრის დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას“.

„ეს ნაბიჯები კიდევ უფრო მეტად არყევს დემოკრატიის საფუძვლებს საქართველოში“, — წერია განცხადებაში, — „ასეთი ქმედებები არსებითად შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან, როგორიცაა დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მედიის პლურალიზმი, და შორს არის იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან მოველით. ეს ნაბიჯები უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ევროკავშირის ამ ღირებულებების გაზიარება სავალდებულოა“.

მათ ასევე დაურთეს, რომ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას „ჭეშმარიტად და შეუქცევადად“ დაუბრუნდნენ. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 23, 2026

ანგარიში ნახშირბადის სასაზღვრო რეგულირების მექანიზმის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის შესახებ რეკომენდაციას უწევს ბიზნესის მხარდაჭერას დაბალნახშირბადიანი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დასანერგად

ივლისი 23, 2026

ევროკავშირის ციფრული პროდუქტის პასპორტების რეესტრი ამოქმედდა

ივლისი 23, 2026

დაწყებულია რეგისტრაცია მერების შეთანხმების 2026 წლის ცერემონიისთვის

ივლისი 20, 2026

საქართველო: ბათუმში ევროპის დღისადმი მიძღვნილ დღესასწაულში 8000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,