EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს
სექტემბერი 13, 2023

EUMM-ის მიერ ნაჩვენები დოკუმენტური ფილმი აფხაზეთისადმი ქართველი ახალგაზრდების დამოკიდებულებას იკვლევს


8 სექტემბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) ინიციატივით, დოკუმენტური ფილმის, „ჩემი კავშირები აფხაზეთთან“,  საჯარო ჩვენება მოეწყო.

რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ზვიად მჭედლიშვილის მიერ გადაღებული ფილმი მოგვითხრობს პოსტკონფლიქტური თაობის შესახებ, რომელმაც 1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდეგ მემკვიდრეობით მყიფე მშვიდობა მიიღო.

„ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე ყურადღების გამახვილებით ვცდილობდი, უფრო ღრმად ჩამეღწია მათ აზრებსა და გრძნობებში. მათ ემოციებში ხანდახან მესმოდა მათზე უფროსი თაობის მიერ გადმოცემული უარყოფითი კოლექტიური მეხსიერების გამოძახილი“, — აღნიშნა ფილმის რეჟისორმა. 

მისივე თქმით, ფილმის ახალგაზრდა გმირები არასოდეს ყოფილან აფხაზეთში და იქ არც ნათესაური კავშირები აქვთ, მაგრამ პატივს სცემენ აფხაზურ კულტურას, ტრადიციებსა და ენას. „გადაღებებმა ცხადად მაჩვენა, რომ ფილმის გმირებისთვის აფხაზეთი მხოლოდ თვითგამოცხადებული რეგიონი კი არ არის, ის მათი იდენტობის ნაწილია“, — დაურთო ზვიად მჭედლიშვილმა.

ფილმის ჩვენება წნორის ცოდნის კაფეში EUMM-ის გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო. ინიციატივის  მიზანია, წაახალისოს რეგიონული აუდიტორია, მონაწილეობა მიიღოს მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის 2023 წლის კონკურსში.

„ჩემი კავშირები აფხაზეთთან“, ამასთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის ერთობლივი ინიციატივის შედეგია. უკვე რამდენიმე წელია, რაც მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM-ის სპეციალური პრიზის პროექტის ფარგლებში დოკუმენტური ფილმების სერია იქმნება. დოკუმენტური ფილმები ეძღვნება საქართველოს მოუგვარებელ კონფლიქტებს და მათი მიზანი კონფლიქტის ფესვების გააზრება და თემების შერიგებაში წვლილის შეტანაა. 

დამატებითი ინფორმაცია

პრესრელიზი



ყველაზე წაკითხული


თემაზე

ივლისი 3, 2026

ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიღებისას უკრაინასა და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მხარდაჭერას აღუთქვამს

ივნისი 29, 2026

ევროკავშირისა და UNDP-ის ხელშეწყობით, საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესი საერთაშორისო ბაზრებს ითვისებს

ივნისი 26, 2026

მამის დღე საქართველოში: UNFPA და ევროკავშირი ახალბედა მამებისთვის წიგნს წარმოადგენენ

ივნისი 16, 2026

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ურთიერთობების, შთაგონების და ცვლილების ათწლეულს აღნიშნავენ

ივნისი 12, 2026

ევროკავშირის ინიციატივა, „საქართველო მწვანე მომავლისკენ“, 14 ივნისს თბილისში „შეკეთებისა და ხელახლა გამოყენების დღეს“ მართავს


გაინტერესებთ უკანასკნელი ცნობები და შესაძლებლობები?

ამ ვებსაიტს მართავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონული საკომუნიკაციო პროგრამა (EU NEIGHBOURS east). პროგრამა ავსებს და მხარს უჭერს ევროკავშირის წარმომადგენლობების კომუნიკაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში და მოქმედებს ევროკომისიის გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლოს საკითხებში გენერალური დირექტორატის (DG ENEST) და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელობით. EU NEIGHBOURS east პროგრამას ახორციელებს GOPA PACE-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კონსორციუმი.


ინფორმაცია ამ ვებგვერდზე რეგულირდება პასუხისმგებლობის შეზღუდვის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის დებულებებით. © European Union,